english • deutsch • français
homecompanyservicesprojectscontact
     
დაწესებულება/ ორგანიზაცია ფირმა ,,Reitz Consulting“-ი 2009 წელს ბატონი დოქ. კურტ ჰაინც რაიცის მიერ ქალაქ ბერლინში ჩამოყალიბდა. ფირმის მთავარი სამოღვაწეო სფეროა ტურიზმი და მასპინძლობა, ხოლო ძირითადი მიმართულებებია: დროებითი მართვის განსაკუთრებული ექპერტიზა, მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების ძიებაში, კადრების დასაქმებაში, კონსულტაციები ინვესტირების საკითხებში, სწავლება და ტრენინგები.

ეს საკონსულტაციო ფირმა, თავისი წამყვან საერთაშორისო ტურისტულ ფირმებთან 30 წლიანი თანამშრომლობის გამოცდილებით, გთავაზობთ იდეალურ ფუნდამენტს ამ სფეროში კონსულტაციისა და მომსახურებისათვის.

კავკასიის რეგიონსა და საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე მუშაობის დიდი გამოცდილება არის საუკეთესო საძირკველი, რითაც შესაძლოა საერთაშორისო პროექტების მრავალფეროვანი კულტურული და ეკონომიკური გამოწვევების გამკლავება. ბატონ კურტ ჰაინც რაიცს - საქართველოში თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის შედეგად, აქვს პირადი და პროფესიული ურთიერთობების ფართო ქსელი, რაც წარმატების საწინდარია.

ფირმის მუშაობის ფილოსოფია ეყრდნობა მონდომებას, ნდობას და შემკვეთებთან ხანგრძლივი ურთიერთობების აგებას, ამავდროულად არსებული რესურსებისადმი პასუხისმგებლობით მოკიდებას, როგორც ეკონომიკური, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით. კლიენტებთან ერთად მოიძებნება ინდივიდუალური, კონკრეტული შემთხვევისათვის მისაღები გამოსავალი, რომელიც სურვილის შემთხვევაში სისტემური და მიზანმიმართული ნაბიჯებით დაინერგება ორგანიზაციაში.

 
     
გუნდი
დოქტორი კურტ ჰაინც რაიცი
მარტინ იზერშტედტი
გუნდი შედგება ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მმართველი ძალისა და ახალგაზრდა თანამშრომლებისაგან, რომელთაც თავიანთი მაღალი მოტივაციითა და ცოცხალი აზროვნებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ პროექტის მომზადებასა და განხორციელებაში.

გარდა ამისა REITZ –გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს დამოუკიდებელ ექსპერტებთან, რათა საპროექტო ამოცანის გადაჭრისას გათვალისწინებულ იქნას მათი სპეციფიკური დარგობრივი ცოდნა. აქედან გამომდინარე, გუნდს შეუძლია წარმატებით გაართვას თავი საწარმოო და რეგიონისათვის დამახასიათებელ ამოცანათა ძალზე ფართო სპექტრს.

ჩვენ კლიენტებს მაღალი პროფესიონალიზმის, კომპეტენციისა და სოლიდურობის გარანტიას ვაძლევთ.

 
 

დოქტორი კურტ ჰაინც რაიცი

მარტინ იზერშტედტი